ტურინის „იუვენტუსის“ სპორტულმა დირექტორმა ფაბიო პარატიჩიმ პაულო დიბალას, ჯანლუიჯი ბუფონისა და მარიო მანჯუკიჩის შესახებ ისაუბრა.
პარატიჩის თქმით, ხორვატის ტრანსფერზე სიახლეების მოლოდინში არიან:
„ბუფონი და დიბალა? დიბალასგან ველოდებით იმას, რისი გაკეთებაც შეუძლია. ის ჩემპიონია, 10 ნომერი. უნდა ითამაშოს, როგორც იცის და მიუძღვნას თავის თას. ბუფონი კი, ჩემთვის არასდროს წასულა „იუვედან“. განსაკუთრებული, არჩვეულებრივი ფეხბურთელი და პიროვნებაა, კლუბს ბევრი მისცა და მეც პირადად. მასთან ახლოს ყოფნით ძალიან ბევრს ვსწავლობ.
მანჯუკიჩი? სიტუაცია გაჩერებულია, ველოდებით უახლოეს დღეებში ინფორმაციას და ვნახოთ რა მოხდება“, – თქვა პარატიჩიმ.