ტურინის „იუვენტუსი“ ზამთრის სატრანსფერო პერიოდში ორ ფეხბურთელს გაყიდის. იტალიური მედიის ცნობით, გადაწყვეტილია, რომ მატია პერინი და მარკო პიაცა გუნდს დატოვებენ.
ხორვატიც და იტალიელიც ამჟამად ტრავმირებულნი არიან და სწორედ ამ მოტივით ზაფხულში მათი ტრანსფერები არ შედგა.
იანვრამდე კი ფეხბურთელები მომჯობინდებიან და „იუვე“ მზადაა მათ მაშნვე შეელიოს. თავად ფეხბურთელებიც არ უნდა იყვნენ წასვლის წინააღმდეგ, რადგან სათამაშო პრაქტიკას მკვეთრად მოკლებულნი არიან.