მთავარი / სიახლეები / “იუვენტუსის” ფეხბურთელთა შეფასებები “ვერონასთან”

“იუვენტუსის” ფეხბურთელთა შეფასებები “ვერონასთან”

ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს მეოთხე ტურში „ვერონა“ აარონ რემზისა და კრიშტიანუ რონალდუს გოლებით 2:1 დაამარცხა. გთავაზობთ ფეხბურთელების შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით.

ბუფონი 7 – დაბრუნდა 490 დღის შემდეგ, თავის კარში, გაშვებულ გოლში არაფერი შეეძლო, 90-ე წუთზე კი, ლაზოვიჩს გადამწყვეტი ბურთი აუღო. ჯიჯის საიმედო დაბრუნება ჰქონდა.

დანილო 5.5 – ყველაზე დაღლილი იყო, მაგრამ მის პოზიციაზე არჩევანი არაა. სინამდვილეში დანილოს ზონიდან მეტოქე ძალიან ადვილად ქმნიდა მომენტებს.

დემირალი 5 – თავიდანვე პენალტი აიკიდა დი კარმინესთან. ასეთი მკაცრი შეჯახება საჭირო არ იყო.

ბონუჩი 7 – დემირალთან დუეტშიც ხელმძღვანელობდა დაცვის ხაზს. კიდევ ერთი დასტური, რომ გუნდის ლიდერად და კაპიტნად ყალიბდება და ფორმაში ბრუნდება. მეორე ტაიმში გაუმართლა კიდეც, როდესაც ბურთი კაის ხაზზე მოხვდა და „იუვე“ გადაარჩინა.

ალექს სანდრო 6.5 – ყოველთვის მოედანზე, ყოველთვის კარგი პასუხით.

რემზი 7 – რიტმში უჭირდა, მაგრამ ეს მოალოდნელიც იყო ამ ეტაპზე. ტურინში შესანიშნავი დებიუტი გამოუვიდა და ცხადია, მას შეუძლია კარგი ფეხბურთის თამაში.

ხედირა 6 – სარისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელი, როდესაც რემზი საჭირო აღარ იყო, ანგარიშის შესანარჩუნებლად მოედანზე გაჩნდა.

ბენტანკური 6 – საკმაოდ გაუჭირდა გუნდის ღერძის როლის შესრულება და პრობლემები შეექმნა აგრესიული მეტოქეების წინააღმდეგ.

მატუიდი 6.5 – ნათელია მისი თამაში და უფრო მეტად მისი როლი ამ „იუვეში“.

კუადრადო 6 – მადრიდში გადამწყვეტი იყო, ამჯერად კი ნაკლებად მუდმივი და პროდუქტიული. თუმცა, რონალდუს გამარჯვების პენალტი მისი გამომუშავებულია.

დიბალა 6 – განსხვავებული, ძალიან განსხვავებული იგუაინისგან. ბურთს ხშირად ეხებოდა, მაგრამ ეს იმის სიგნალია, რომ იზრდება.

იგუაინი 6 – დიბალა შეცვალა და მოედანზე მოტივირებული შევიდა. ცხვირიც დაიზიანა.

რონალდუ 6.5 – კარზე თავდასხმას თითქმის არ ცდილობდა. თუმცა მისმა გოლმა და საგოლე პასმა „იუვეს“ სამი ქულა მოუტანა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …