ტურინის „იუვენტუსის“ მეკარემ ჯანლუიჯი ბუფონმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და დაწერა, რომ „ალიანც სთედიუმზე“ თამაშს ყოველთვის განსაკუთრებული არომატი აქვს.
„ჩვენს სტადიონზე თამაშს ყოველთვის განსაკუთრებული არომატი აქვს. ჩვენს სტადიონზე გულშემატკივრებთან ერთად ყოფნა დაუსაბამო სიამოვნებაა. გამარჯვება ჩვენს სტადიონზე ისეთი სათნოებაა, რომ ვერ წავაგებდით და ეს გამარჯვება ყველა ჩვენგანს უნდა დაგვეცვა. მუდამ!“, – დაწერა ბუფონმა სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ ბუფონმა „იუვენტუსში“ დაბრუნების შემდეგ პირველად ითამაშა. აღსანიშნავია, რომ ამ თამაშამდე ბოლო მატჩიც „ვერონასთან“ ტურინში ჰქონდა ჩატარებული.