ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მაურიციო სარიმ „ვერონასთან“ (2:1) მატჩის შემდეგ ისაუბრა. იტალიელი სპეციალისტის განცხადებით, მისი გუნდი მენტალურად გადაღლილი იყო.
„შეიძლება ითქვას, რომ გუნდი მენტალურად გადაღლილი იყო. გარდა ამისა, შემადგენლობაში ბევრი ცვლილებით, სამი ნახევარმცველიდან ორის შეცვლით, ბალანსი და მექანიზმი დავკარგეთ, რადგან ჯერ კიდევ შენების პროცესში ვართ.
დაცვაში უფრო ძლიერად უნდა ვითამაშოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ბურთზე გვიან გასვლის რისკი ყოველთვის იქნება. გარდა ამისა, მცველებზე უფრო მეტი პრესინგი უნდა მოგვეხდინა.
ჩვენ ვითამაშეთ კარგ ფორმაში მყოფი გუნდის წინააღმდეგ, რომელთანაც ქამ-ბექი ადვილი არ იყო. მნიშვნელოვანია ქულების მოპოვება. დიბალა? მან შესანიშნავი თამაში ჩაატარა“, – თქვა სარიმ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ მომდევნო მატჩს სამშაბათს „ბრეშასთან“ ჩაატარებს.