მთავარი / სიახლეები / რემზი: “ამ მომენტს დიდხანს ველოდი”

რემზი: “ამ მომენტს დიდხანს ველოდი”

აარონ რემზიმ პირველად ითამაშა „იუვენტუსის“ ძირითად შემადგენლობასა და „ალიანც სთედიუმზე“. უელსელმა ფეხბურთელმა დებიუტი გოლით აღნიშნა და „ვერონასთან“ (2:1) თამაშის შემდეგ კომენტარიც გააკეთა.

„ამ მომენტს დიდი ხანი ველოდი, ნამდვილად ძალიან ბედნიერი ვარ, როგორც გამარჯვების, ისე გოლის გამო. ეს მნიშვნელოვანი იყო მადრიდული თამაშის შემდეგ. ჩვენი მეტოქე ძალიან ორგანიზებული იყო, თუმცა ჩვენ ვიყოჩაღეთ, რადგან არ ყოფილა ადვილი თამაში“, – თქვა რემზიმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ მომდევნო მატჩს სამშაბათს „ბრეშასთან“ ჩაატარებს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …