მთავარი / სიახლეები / რონალდუ: “ჩემპიონთა ლიგის შემდეგ დაღლილები ვიყავით”

რონალდუ: “ჩემპიონთა ლიგის შემდეგ დაღლილები ვიყავით”

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუ, რომელმაც „ვერონასთან“ (2:1) გამარჯვების გოლი გაიტანა, კომენტარი გააკეთა.

პორტუგალიელი ფეხბურთელის განცხადებით, გუნდი ჩემპიონთა ლიგის შემდეგ დაღლილი იყო.

„რთული თამაში იყო, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ გუნდმა კარგი რეაქცია აჩვენა. ვაგებდით და მოგება მოვახერხეთ. ჩემპიონთა ლიგის შემდეგ დაღლილები ვიყავით, ეს ნორმალურია ისეთი ინტენსიური თამაშის შემდეგ, როგორიც „ატლეტიკოსთან“ გვქონდა. თუმცა, სამი ქულა მოვიპოვეთ და წინ მივდივართ“, – თქვა რონალდუმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ მომდევნო მატჩს სამშაბათს „ბრეშასთან“ ჩაატარებს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …