მთავარი / სიახლეები / ხუთი ასპექტი “ვერონასთან” მატჩიდან

ხუთი ასპექტი “ვერონასთან” მატჩიდან

ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს მეოთხე ტურში „ვერონას“ 2:1 აჯობა და 10 ქულა დააგროვა. ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა რომეო აგრესტიმ ამ თამაშიდან 5 მნიშვნელოვანი დეტალი გამოარჩია.

თუ წერ ბუფონს, კითხულობ გარანტიას

„ვერონადან“ „ვერონამდე“. წელიწადნახევრის შემდეგ, როდესაც 2018 წლის მაისში „იუვენტუსს“ დაემშვიდობა, სუპერჯიჯის „მეორე დებიუტი“ შედგა ტურინელთა კარში. ბუფონს კარგი შეხვედრა ჰქონდა და რამდენჯერმე გადაარჩინა თავისი გუნდი. განსაკუთრებით ბოლო წუთზე პესინას დარტყმის დროს. ვოიცეხ შჩესნის მშვიდად ყოფნის შესაძლებლობა აქვს, მაგრამ ასეთის დონის მეორე მეკარის ყოლა უდაოდ წარმოადგენს დამატებით მნიშვნელობას. უფრო მეტი მიზეზიც არსებობს თუ გავითვალისწინებთ ბუფონისა და „ბებერი სინიორას“ ისტორიას.

ბალანსის ძიება

თამაშის დასრულების შემდეგ სარი პირდაპირი იყო: არ უნდა, რომ მისი გუნდი თავს მოედნის ბოლო 20-მეტრიან დისტანციაზე იცავდეს. იმის გამო, რომ გუნდის მახასიათებლების გათვალისწინებით საშიში დამოკიდებულებაა. „ვერონასთან“ ამ კუთხით არანაირი პროგრესი არ მომხდარა. შეიძლება ითქვას, პირიქითაც. თუმცა, შემადგენლობიდან გამომდინარე, გასაუმჯობესებელი ასპექტები ძალიან ბევრია.

კუადრადო სარის კიდევ უფრო არწმუნებს

„ატლეტიკოსთან“ კარგი თამაშის შემდეგ კოლუმბიელმა ნახევარმცველმა დაამტკიცა, რომ ახალი სამწვრთნელო შტაბისთვის მართლაც შეუძლია მნიშვნელოვანი მოთამაშე გახდეს. ბოლო ორ თამაშში შემტევ სამეულში კუადრადო მნიშვნელოვანი ელემენტი იყო. მეორე ტაიმის დასაწყისში ფუნდამენტური პენალტი მოიპოვა, ეს იყო გადამწყვეტი ეპიზოდი.

ბენტანკური – პრობლემები „რეჯისტას“ პოზიციაზე

სარის იდეაში ურუგვაელ ფეხბურთელს ნახევარდაცვაში „რეჯისტას“ როლში შეუძლია თამაში. განსაკუთრებით მაშინ, თუ მირალემ პიანიჩს დასვენება სჭირდება. მაგრამ ბენტანკურმა „ვერონასთან“ ცუდი თამაში ჩაატარა და მრავალი შეცდომა დაუშვა. საბოლო ჯამაში ბევრი შრომა მოუწევს, რომ სარის ნახსენები იდეა სისრულეში მოიყვანოს.

რემზი – დიდებული დებიუტი

ძირითად შემადგენლობაში და ტურინში პირველად ითამაშა და გოლი გაიტანა. უელსელს ყველაფერი აქვს, რომ სულ მალე სარისთვის ფუნდამენტური ფეხბურთელი გახდეს. ახლა პირველ რიგში ფიზიკური ფორმა უნდა აღიდგინოს, რომ იტალიელ სპეციალისტის მისი უწყვეტად თამაშის შესაძლებლობა მიეცეს. მისი მთავარი კონკურენტი კი ამ გადმოსახედიდან სამი ხედირა იქნება. ტოსკანელი მწვრთნელის დასარწმუნებლად სხვა ინგრედიენტებიც საჭირო უნდა იყოს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …