კრიშტიანუ რონალდუმ პაულო დიბალას გაყიდვა მოითხოვა. ამ ინფომრაციას ესპანური Don Balon-ი ავრცელებს. როგორც ხსენებული წყარო წერს, პორტუგალიელი არგენტინელს მოედანზე ვერ უგებს და მასთან ერთად თავს კომფორტულად არ გრძნობს.
როგორც ესპანური მედია წერს, „იუვენტუსი“ მზადაა კატალონიის „ბარსელონასთან“ დაიწყოს მოლაპარაკებები და დიბალა „კამპ ნოუზე“ გაუშვას. სანაცვლოდ კი, ფილიპე კოუტინიო მიიღოს, რომლის თამაშით ესპანურ გუნდში კმაყოფილები არ არიან.
ვნახოთ, რამდენად შეესაბამება ეს ინფორმაცია სიმართლეს. Don Balon-ი სამშობლოში არცთუ სანდო გამომცემლობის სახელით სარგებლობს…