მთავარი / სიახლეები / ალეგრი: “მილანთან” თამაში ყოველთვის პრინციპულია”

ალეგრი: “მილანთან” თამაში ყოველთვის პრინციპულია”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „მილანთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. იტალიელი სპეციალისტის განცხადებით, „როსონერის“ წინააღამდეგ თამაში ყოველთვის პრინციპულია.

„იუვე“ – „მილანი“

„მილანი“ მიმდინარე წელს ძალიან გაიზარდა, ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძვის. ამ გუნდის წინააღმდეგ ყოველთვის დაბალანსებული მატჩებია და მოტივაცია დიდია. მზად უნდა ვიყოთ, რადგან ხვალიდან „ფიორენტინას“ მატჩამდე ძალიან ინტენსიური 15 დღე გველოდება.

3 ქულა და სკუდეტო

გამარჯვება ადვილი არასდროსაა. როდესაც ტიტულს მოვიგებთ, ვიზეიმებთ, აღვნიშნავთ. შთამბეჭდავი შედეგი გვაქვს და ეს „იუვენტუსის“ დამსახუებაა. „ნაპოლიც“ იმსახურებს კომპოლიმენტს, რადგან სკუდეტოს მოსაგებად არაფერს აკლებს, მაგრამ ჩვენ სხვა სიმაღლეზე ვართ. „იუვენტუსში“ ყოველდღიური სამუშაო არსებობს, შთამბეჭდავი ფსიქიკური ძალა.

კრიშტიანუს კონდიციები

კრიშტიანუ უკეთესედაა. „აიაქსის“ მატჩამდე 5 დღით ადრე პოზიტიური სგინალი არის. ის ყველაფერს აკეთებს, რომ დაგვეხმაროს, ხვალინდელ მატჩში კი ნამდვილად არ ითამაშებს.

შემადგენლობა

დიდი შანსია, რომ კიელინი ხვალ დაისვენებს. დანარჩენი ჯერ გადაწყვეტილი არ მაქვს. ჩვენ კარგ ფიზიკურ და მენტალურ კონდიციებში ვართ. ბოლო ვარჯიშის შემდეგ გადავწყვეტ. კინი? ამ დღეებში თავის საქმეს კარგად აკეთებს. ვითარდება, ახალგაზრდაა და ძაიან კმაყოფილი ვარ იმით, რასაც აკეთებს.

კალიარის ინციდენტი

რასიზმის წინააღმდეგ ყოველთვის უნდა იბრძოდნენ. ეს გამართლებული არასდროსაა.

ტრავმირებულები

დიბალა, მანჯუკიჩი და სპინაცოლა ხვალინდელი მატჩისთვის მზად არიან. ხედირას ფიზიკური მდგომარეობა შესაფასაბელია, დუგლას კოშტა წესით ოთხშაბათს „აიაქსის“ წინააღმდეგ დაბრუნდება, ბარძალი ამ დღეებში გამოკვლევას ჩაიტარებს, კუადრადო ფერარაში, „სპალთან“ დაბრუნდება. კასერესს სამი კვირა გაუცდება, პერინი უკეთაა, მაგრამ მისი მდგომარეობა ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა შეფასდეს და „მილანთან“ ნამდვილად არ იქნება.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისა“ და „მილანის“ შეხვედრა 6 აპრილს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …