ხვალ, ტურინის „იუვენტუსი“ „მილანს“ უმასპინძლებს. ამასთან დაკავშირებით ტურინელთა ვებგვერდმა გამოაქვეყნა წერილი, რომელშიც ამ გუნდებს შორის ტურინში გამართული 6 მატჩია გამორჩეული.
ექვსივე შეხვედრა გამორჩეული იმითაა, რომ „იუვემ“ მოიგო, ხოლო მისმა ფეხბურთელებმა კონკრეტულ მატჩებში დუბლის გაფორმება მოახერხეს.
1969-1970, 3:0
ეს პირველ რიგში პიეტრო ანასტაზის დამსახურებაა, რომელმაც 2 გოლი გაიტანა. ტურინში მას თეთრ პელეს უწოდებდნენ.
1898-1990, 3:0
არიგო საკის ტურინშიც შემტევი ფეხბურთის ჩვენება სურდა, თუმცა მასპინძელთა დაცვამ ამის შესაძლებლობა არ მისცა. მაშინ „მილანი“ „ნაპოლისთან“ ერთად სკუდეტოსთვის გააფთრებით იბრძოდა, ხოლო დინო ძოფის „იუვემ“ „ეშმაკები“ 3:0 დაამარცხა და მერე იტალიის თასის ფინალშიც მოუგო.
1997-1998, 4:1
ისევ დუბლები. ამჯერად ალესანდრო დელ პიეროსა და ფილიპო ინძაგის. „მილანს“ რთული 90 წუთი ჰქონდა, „ბიანკონერის“ ორმა თავდამსხმელმა კი თავისი ძალა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს. ალექსმა პირველ ტაიმში შეასრულა დუბლი, პიპომ მეორე ნახევარში. ოთხი დღის შემდეგ დელ პიეროს მაგიური საღამო გაგრძელდა და ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში „მონაკოსთანაც“ ჰეთ-თრიქი შეასრულა.
2007-2008, 3:2
მისი პირდაპირი მოვალეობა გოლების გატანა არ ყოფილა, მაგრამ ჰასან სალიჰამიჯიჩმა ყველაფერი გააკეთა და გოლეადორად გადაიქცა. მისმა ორმა გოლმა „ბიანკონერის“ იმ საღამოს 3 ქულა მოუტანა. შეხვედრა დელ პიეროს გოლით გაიხსნა, რასაც ინძაგის დუბლი მოჰყვა, მაგრამ ბოსნიელმა დუბლითვე უპასუხა და 3:2.
2008-2009, 4:2
ერთი წლის შემდეგ ამაურის ჯერი დადგა. ერთი გოლი თავით, მეორე მარცხენა ფეხით სისოკოს შესანიშნავი გადაცემით.
2011-2012, 2:0
და ბოლოს, კლაუდიო მარკიზიო. ორი გოლი, რომლითაც დაიწყო „ტრიკოლირსკენ“ სვლა. ორივე გოლი მატჩის მიწურულს გავიდა, რომელმაც გუნდს თავდაჯერება შემატა.