„მილანის“ მთავარმა მწვრთნელმა ჯენარო გატუზომ „იუვენტუსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. სხვადასხვა საკითხებთან ერთად „რინო“ მოიზე კინის საკითხს გამოეხმაურა.
გატუზო არ ეთანხმება ლეონარდო ბონუჩის მიმართ განხორციელებულ კრიტიკას და იტალიელი მცველი დაიცვა კიდეც.
„კინი? ძლიერია, ტალანტისა და ფიზიკური ძალის შერწყმას ახერხებს. ალეგრიმ თქვა, რომ სიმშვიდე უნდა შეინარჩუნოს და ვეთანხმები, რადგან 19 წლის ბიჭია და ბევრი უნდა იშრომოს თუ მისი ხარისხის გაუმჯობესება სურს.
ბონუჩის სიტყვები? – უნდა ვიცოდეთ, ლეონარდომ ასე რატომ ისაუბრა. კინი 19 წლისაა და რჩევები ჯერ კიდევ სჭირდება. მე ბონუჩის სიტყვები სწორად გავიგე და მას ვინმეს შეურაცხყოფა არ უნდოდა. ვფიქრობ, მხოლოდ ის უნდოდა, რომ ბიჭს დახმარებოდა, რომ თავი უფრო მშვიდად ეგრძნო“, – თქვა გატუზომ.