იტალიის სერია A-ში 30 ტური მიილია და საინტერესოა, რომ „იუვენტუსმა“ ყველა შეხვედრა განსხვავებული ძირითადი შემადგენლობით ჩაატარა. მასიმილიანო ალეგრი გრძელ სათადარიგო სკამს კარგად იყენებს და ყოველ ტურში ახალ შემადგენლობას აყენებს.
ამ დროისთვის 15 ფეხბურთელს უკვე ნათამაშები აქვს 1000 წუთზე მეტი იტალიის ჩემპიონატში, ხოლო 600 წუთზე მეტი 19 მოთამაშეს აქვს მოედანზე გატარებული. მხოლოდ მეჰდი ბენატია და მარტინ კასერესი არიან ის მოთამაშეები, რომელთაც ჩემპიონთატში 600 წუთზე ნაკლები აქვთ ნათამაშები, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ ეს ფეხბურთელები მხოლოდ ნახევარი სეზონით იყვნენ „იუვეში“.
ასევე, ლეონარდო სპინაცოლა, ანდრეა ბარძალი და მოიზე კინი. პირვლ-ორს ტრავმების გამო ბევრი გაუცდათ, ხოლო კონკურენციის გამო კინს ხშირად არ უწევდა თამაში. ერთადერთი ფეხბუთელი, რომელიც ალეგრის ამ სეზონში არ გამოუყენებია მესამე მეკარე კარლო პინსოლიო გახლავთ.
მასიმილიანო ალეგრი როტაციის ჯადოქარია და დიდი შანსია „მილანთან“ 31-ე ტურშიც ახალი შემადგენლობით ითამაშოს.