მთავარი / სიახლეები / დიბალამ “იუვეში” სამედიცინო გამოკვლევა არ გაიარა

დიბალამ “იუვეში” სამედიცინო გამოკვლევა არ გაიარა

პაულო დიბალა ტურინში დაბრუნდა, მაგრამ საწვრთნელი ბაზის ნაცვლად პირდაპირ სახლში გაეშურა. იტალიური მედიის ცნობით, არგენტინელი დაისვენებს და შემდეგ მაურიციო სარის შეხვდება.

La Joya-ს „იუვეში“ წინასასეზონი ტრადიციული სამედიცინო შემოწმებაც არ გაუვლია. საერთოდ, მას შვებულება 5 აგვისტომდე ეკუთვნის და თუ მანამდე ტრანსფერი დაიხურა, „ბებერ ქალბატონს“ ისე დატოვებს, რომ არც სამედიცინო გამოკვლევას ჩაიტარებს და აღარც გუნდთან ერთად ივარჯიშებს.

წინ კი მაურიციო სარისთან შეხვედრაა, სადაც ყველაფერი თუ არა, ბევრი რამ გაირკვევა. ახლა ცნობილი მხოლოდ ისაა, რომ პაულოს „იუვენტუსში“ დარჩენის შანსი 1%-ს უტოლდება…

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *