მთავარი / სიახლეები / “იუვეს” კანსელუც ტოვებს – ბარტერი დანილოსთან

“იუვეს” კანსელუც ტოვებს – ბარტერი დანილოსთან

ტურინის „იუვენტუსი“ ჟოაუ კანსელუსაც ყიდის. Tuttosport-ის ცნობით, ფაბიო პარატიჩი, რომელიც ინგლისში იმყოფება, პაულო დიბალას ტრანსფერის პარალელურად პორტუგალიელის „მანჩესტერ სიტიში“ გასხვისებაზეც მუშაობს და „ქალაქელებთან“ მოლაპარაკებებს აწარმოებს.

ინგლისში სატრანსფერო ფანჯარა 8 აგვისტოს იხურება და ამიტომ, მხარეები აჩქარდნენ. „იუვე“ კანსელუს სანაცვლოდ 55 მილიონ ევროს ითხოვს, ხოლო „სიტი“ მზადაა ბრაზილიელი მარჯვენა მცველი დანილო დათმოს, რომელსაც 30 მილიონ ევროდ აფასებს და ზედ 25 მილიონი ევროც დაამატოს.

როგორც წყარო იტყობინება, ტრანსფერის წარმატებით დახურვის ხელისშემშლელი ფაქტორები ამ დროისთვის არ იკვეთება.

შეგახსენებთ, რომ კანსელუ „იუვენტუსმა“ ერთი წლის წინ „ვალენსიადან“ 40 მილიონ ევროდ შეიძინა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *