პაულო დიბალა უკვე მეორე დღეა ტურინშია, მაგრამ გუნდთან ერთად არ ემზადება. მეტიც, სახლში მარტო ვარჯიშობს.
არგენტინელმა ინსტაგრამ სთორი გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, რომ ოთახში დიდ ბურთთან ერთად ვარჯიშობს.
როგორც იტალიური მედია წერს, პაულო „მანჩესტერთან“ ძალიან ახლოსაა და ტრანსფერის გაოფიციალურებას ელოდებიან. თუ 5 აგვისტომდე მხარეები ვერ შეთანხმდნენ, მხოლოდ ამ შემთხვევაში შეუერთდება „იუვეს“ საწვრთნელ პროცესს თუ არადა, ახალი სეზონისთვის მზადებას პირდაპირ „მანჩესტერში“ დაიწყებს.