პაულო დიბალას „იუვენტუსიდან“ წასვლა არ უნდა, მაგრამ კიდევ უფრო მეტად „მანჩესტერში“ გადაბარგების პერსპექტივა არ ხიბლავს. იტალიური მედიის ცნობით, არგენტინელმა ინგლისელებს 11 მილიონი ევრო მოსთხოვა ხელფასის სახით, მაგრამ გარიგება შესაძლოა მაინც არ შედგეს.
საქმე ისაა, რომ დიბალას „მანჩესტერის“ მაისურის ტარების იდეა მაინცდამაინც არ ხიბლავს და თუ „იუვენტუსში“ დარჩენის შანსი არ ექნება, ურჩევნია სხვა გუნდში გადავიდეს.
ამასობაში, „ინტერი“ ჩასაფრებულია და ფეხბურთელისგან ნიშანს ელოდება. „ნერაძური“ მზადაა პაულოს ყველა მოთხოვნა დააკმაყოფილოს და თავისთან იახლოს. ჯუზეპე მაროტაც მზადაა, რომ სულ მალე შეტევაზე გადავიდეს.
ჯერჯერობით უცნობია ამ გარიგებაში ჩართავენ თუ არა მაურო იკარდის, მაგრამ ფაქტია, თუ რომელუ ლუკაკუსთან ბარტერი არ შედგა, „იუვესთვის“ ფორვარდის პოზიციაზე იკარდი პირველი არჩევანი გახდება.