ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელი მოიზე კინი ლივერპულის „ევერტონში“ სამედიცინო შემოწმებას დღეს გაივლის. აღნიშნულ ინფორმაციას Sky Sport-ი ავრცელებს.
კინის სანაცვლოდ „იუვე“ 28 მილიონ ევროს მიიღებს, მაგრამ მომავალში ფეხბურთელის ყიდვის უპირატესობა კონტრაქტის პუნქტის თანახმად ექნება. ასე რომ, თუ „იუვენტუსი“ მის დაბრუნებას მოისურვებს, ლივერპულელები ვალდებულნი იქნებიან სხვა წინადადებაზე მეტად ტურინელების შეთავაზე განიხილონ და მიიღონ.
შეგახსენებთ, რომ კინი „იუვეს“ აკადემიის აღზრდილია და მთავარ გუნდში 21 მატჩში 8 გოლის გატანა მოახერხა.