ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელი პაულო დიბალა ჯერ არ გამოჯანმრთელებულა. პაულოს კორონავირუსი ისევ აქვს, მიუხედავად იმისა, რომ ტესტი ოთხჯერ გაიკეთა.
დიბალას ვირუსი 21 მარტს დაუდასტურდა და უკვე 39-ე დღეა დაავადებას ებრძვის. ისევ დაინფიცირებულია მისი შეყვარებული ორიანა საბატინიც და ისინი აგრძელებენ თვითიზოლაციას.
შეგახსენებთ, რომ ბლეზ მატუიდიმ და დანიელე რუგანიმ კორონავირუსის დამარცხება მოახერხეს.