ალესანდრო დელ პიერომ 433-თან ინტერვიუში საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა, რომელთანაც უთამაშია. ალექსს პასუხის გაცემა და ერთის არჩევა გაუჭირდა, მაგრამ საბოლოოდ ზინედინ ზიდანი გამოყო.
„იუვეში“ 19 წელი ვითამაშე, თავიდან ბაჯოსთან და ვიალისთან ერთად, მერე იყვნენ ზიდანი, ვიერი, ინძაგი, ტრეზეგე, ბოკშიჩი. ეს მხოლოდ თავდამსხმელები, მეკარეები ბუფონი და პერუცი. ძალიან რთულია ერთის ამორჩევა, მაგრამ განვითარების გამო, ზიდანი. „იუვენტუსში“ თამაში ახალგაზრდულ ასაკში დაიწყო და 5 წლის შემდეგ „რეალში“ გადავიდა. უდიდესი ტალანტი იყო და მეფე გახდა. თუმცა, ერთის ამორჩევა ნამდვილად ძნელია”, – განაცხადა დელ პიერომ.
შეგახსენებთ, რომ დელ პიერო და ზიდანი თანაგუნდელები “იუვენტუსში” 5 წელი, 1996-2001 წლებში იყვნენ.