„ბრეშას“ თავდამსხმელმა მარიო ბალოტელიმ განაცხადა, რომ 2013 წელს „იუვენტუსში“ გადასვლა შეეძლო, მაგრამ „მილანი“ აირჩია.
„მანჩესტერ სიტიდან“ „იუვეში“ გადავდიოდი და შეთანხმებულიც ვიყავი, მაგრამ შემდეგ გალიანიმ დამირეკა. ჩემთვის „იუვენტუსში“ წასვლა უფრო მოსახრხებელი იქნებოდა, მაგრამ „მილანი“ ავირჩიე, რადგან ჩემს გულში იყო. ცხადია ჩემს გულში „ინტერის“ ადგილიცაა, ორივე მილანური გუნდის.
„იუვეში“ გადასვლა კარგი იქნებოდა, რადგან იმ წლებში ყველაფერს იეგბდა, მაგრამ შემდეგ დავფიქრდი და „მილანი“ ავირჩიე“, – განაცხადა ბალოტელიმ.