მთავარი / სიახლეები / დიბალა: “კმაყოფილი ვარ იმით, რასაც ვაკეთებ”

დიბალა: “კმაყოფილი ვარ იმით, რასაც ვაკეთებ”

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა პაულო დიბალამ „ატალანტასთან“ (3:1) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. არგენტინელმა ფეხბურთელმა სერია A-ში მე-200 თამაში გატანილი გოლით აღნიშნა.

„ჩვენ მოვემზადეთ ამ თამაშისთვის და ვიცოდით, რომ რთული იქნებოდა. მაგრამ ისიც ვიცოდით, როგორ გავმკლავებოდით რთულ სიტუაციას. ჩემი მეორასე თამაში სერია A-ში? მოხარული ვარ იმ გზით, რომელიც ამ პერიოდში გავიარე, კმაყოფილი ვარ რასაც ვაკეთებ და ახლა შემდეგ ორას თამაშზე ვფიქრობ.

ჩვენ გვესმის სამშაბათის თამაში რომ რთული იქნება. „ატლეტიკოსთან“ ბრძოლა რთულია, მაგრამ ჩვენ სახლში ვთამაშობთ, ჩვენი პუბლიკის წინაშე“, – განაცხადა დიბალამ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსს“ 13 ტურის შემდეგ 35 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზეა. მომდევნო მატჩს კი ჩემპიონთა ლიგაზე, „ატლეტიკოსთან“ ჩაატარებს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …