მთავარი / სიახლეები / მაურიციო სარი: “ინტენსიური თამაში იყო, გაგვიჭირდა, მაგრამ ბოლოს კარგად ვითამაშეთ”

მაურიციო სარი: “ინტენსიური თამაში იყო, გაგვიჭირდა, მაგრამ ბოლოს კარგად ვითამაშეთ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მაურიციო სარიმ ბერგამოს „ატალანტასთან“ (3:1) მატჩის შემდეგ ისაუბრა.

„კარგი თამაში იყო, რიტმული და ინტენსიური. პენალტის შემდეგ ძალიან გაგვიჭირდა, „ატალანტა“ დამსახურებულად დაწინაურდა, მაგრამ იღბალი დაგვეხმარა და გავათანაბრეთ. შემდეგ რწმენა დავიბრუნეთ და ფინალური ფაზა კარგად ჩავატარეთ.

ამ სტადიონზე დომინირება რთულია, ყველას უჭირს აქ თამაში. ეს გუშინაც ვთქვი, აქ ჩამოსვლა სტომატოლოგთან ვიზიტს გავს, კარგად გამოდიხარ, მაგრამ მტკივნეულია. კრიშტიანუ? ეს იყო აბსოლუტურად შეთანხმებული გადაწყვეტილება.

ბერნარდესკის სუნთქვაც კი უჭირდა. დუგლას კოშტაც კარგად არაა, კუნთების პრობლემა შეექმნა მოედანზე შესვლიდან 5-10 წუთში. იმედია, მხოლოდ პატარა დაზიანება იქნება“, – განაცხადა სარიმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსს“ 13 ტურის შემდეგ 35 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზეა. მომდევნო მატჩს კი ჩემპიონთა ლიგაზე, „ატლეტიკოსთან“ ჩაატარებს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …