ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს მე-13 ტურში ბერგამოს „ატალანტა“ სტუმრად 3:1 დაამარცხა და ლიდერობა შეინარჩუნა. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით:
შჩესნი 6.5 – პაშალიჩს საოცარი ბურთი აუღო, თითქმის უშეცდომოდ ითამაშა და ყოველთვის ყურადღებით იყო.
კუადრადო 5.5 – ძალიან გაუჭირდა გომესისა და გოსენსის შეჩერება. ბევრი შეცდომა დაუშვა. თუმცა, მეორე გოლში დიდი წვლილი შეიტანა, რადგან საგოლე პასი შეასრულა.
ბონუჩი 6.5 – დასაწყისში ჰქონდა რამდენიმე ხარვეზი, მაგრამ შემდეგ მოუმატა.
დე ლიხტი 7 – მას არაფერი შეშლია, უშეცდომო იყო. მინიმუმ სამ შემთხვევაში „ატალანტას“ ძალიან სახიფათო დარტყმა დაბლოკა.
დე შილიო 6.5 – პირველ ტაიმში კარგი იყო, მეორე ნახევარში ნაკლებად.
ხედირა 5 – გოსენსი გოლის ეპიზოდში მას უნდა აეყვნა, მაგრამ დააგვიანა. პირველ ტაიმში ბურთი ხელზე მოხვდა და პენალტი დაინიშნა. გერმანელს ძალიან ცუდი თამაში ჰქონდა.
ემრე ჯანი 6 – ნახევარდაცვას მეტი ენერგია შემატა.
პიანიჩი 5.5 – ძალიან ბევრჯერ შეცდა, მათ შორის სტანდარტების დროსაც. სეზონში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი თამაში ჩაატარა.
ბენტანკური 5.5 – სარი ურუგვაელს ძალიან ხშირად ენდობა, მაგრამ ამჯერად იმედგაცრუებული დარჩებოდა შეგირდის თამაშით.
დუგლას კოშტა 6 – როგორც ჩვეულებრივ ძალიან აქტიურად ვერ ჩაერთო თამაშში, მაგრამ მისი მოედანზე გამოჩენის შემდეგ „იუვე“ უფრო სახიფათო გახდა.
ბერნარდესკი 5.5 – 26 წუთი ითამაშა და ტრავმის გამო შეცვალეს, მაგრამ ამ დროში ვერაფერი აჩვენა.
რემზი 5.5 – უელსელს ძალიან გაუჭირდა თამაშში შესვლა.
დიბალა 7 – პირველ ტაიმში ნერვიულობდა და იჩხბა კიდეც. რთულ ვითარებაში შეძლო გააქტიურება და მეორე გოლში მისი დიდი წვლილია, ხოლო მესამე საერთოდ თვითონ გაიტანა.
იგუაინი 7.5 – პირველი გოი იღბლის დახმარებით გაიტანა, მაგრამ მეორე შესანიშნავად შეასრულა. ბოლოს საგოლე პასიც მიითვალა. როდესაც „იუვეს“ გაუჭირდა, ლიდერობა იტვირთა.