ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა პაულო დიბალამ განაცხადა, რომ კართან ახლოს თამაში საქმეს უადვილებს და გასულ სეზონთან შედარებით ეს შეიცვალა.
„იგუაინთან თავს კარგად ვგრძნობ, კარგი დუეტი ვართ. იმედია, რონალდუც 100%-ით დაგვიბრუნდება. არ ვიცი, რა შეიცვალა გასულ სეზონთან შედარებით, მაგრამ კართან უფრო ახლოს თამაში მეხმარება, ყველაფერი აქედან იწყება.
გუნდში დარჩენის გადაწყვეტილების ვჯილდოვდები. ჩემი მიზანი განვითარება და მოედანზე გართობაა. მწვრთნელი მეხმარება, მეც ვცდილობ, რომ ყველაფერი გავაკეთო, კარგი თანაგუნდელები მყავს, რომლებიც რთულ პერიოდში ჩემთან იყვნენ“, – აღნიშნა დიბალამ.
შეგახსენებთ, რომ დიბალას სერია A-ში ოთხი, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე ორი გოლი აქვს გატანილი.