ტურინის „იუვენტუსმა“ ჩემპიონთა ლიგაზე მადრიდის „ატლეტიკოსთან“ მატჩისთვის მზადება დაიწყო, თუმცა, ცუდი ამბები გავრცელდა – გუნდს დუგლას კოშტა გამოაკლდა.
ბრაზილიელი, რომ ტრავმებისკენაა მიდრეკილი, ძველი ამბავია და ამჯერად „ატალანტასთან“ ბარძაყის კუნთი დაიზიანა. „იუვეს“ ვებგვერდის ცნობით, დუგლასის სარეაბილიტაციო პერიოდი 15 დღე მაინც გასტანს. შესაბამისად, უახლოეს ორ მატჩში ვერ ითამაშებს.
პრობლემა აქვს მატიას დე ლიხტსაც, რომელმაც „ატალანტასთან“ შესანიშნავად ითამაშა, მაგრამ ერთ-ერთ ეპიზოდში მარჯვენა მხარი დაიზიანა. „ატლეტიკოსთან“ მისი თამაში კითხვის ნიშნის ქვეშაა. იგივე ვითარებაა ფედერიკო ბერნარდესკისთან დაკავშირებით, რომელმაც ბერგამოში ტრავმა მიიღო. ჰოლანდიელს “ატლეტიკოსთან” და “სასუოლოსთან” მატჩების გამოტოვება ემუქრება, ხოლო ფედერიკოს – “ატლეტიკოსთან”.
გარდ ამისა, გამოკვლევა ჩაუტარდათ ალექს სანდროსა და ადრიენ რაბიოს. ბრაზილიელი და ფრანგი მოედანზე სავარაუდოდ “სასუოლოსთან” დაბრუნდებიან.
ერთადერთი კარგი ცნობა კრიშტიანუ რონალდუს დაბრუნებაა. პორტუგალიელმა დღეს გუნდთან ერთად ივარჯიშა და “ატლეტიკოსთან” თამაშს მოახერხებს.