ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა პაულო დიბალამ El Pais-ს ინტერვიუ მისცა, რომელშიც საინტერესო თემებზე ისაუბრა. არგენტინელმა განაცხადა, რომ მაურიციო სარისთან მუშაობა თავდამსხმელებისთვის ძალიან სასიამოვნოა.
„ფეხბურთელისგან პიროვნების გამიჯვნა რთულია. მე მშვიდი ადამიანი ვარ როგორც პირად ცხოვრებაში, ისე მოედანზე. თუმცა, მინდორზე ბურთი მსურს, მის გარეშე თავს ვკარგავ, უნდა შევეხო მას, უნდა ვიმოქმედო. ვფიქრობ, ეს აუცილებლობაა. მიზანი რა თქმა უნდა, გოლის გატანაა, მაგრამ პასის გაკეთებაც მიყვარს. თანაგუნდელთან ჩახუტება საგოლე პასის შემდეგ ისეთივე კარგია, როგორც გოლის გატანა.
წელს გუნდის მართვის გზა შეიცვალა. მე ვგრძნობ, რომ მნიშვნელოვანი მოთამაშე ვარ, რომელსაც თანაგუნდელები და ქომაგები პატივს სცემენ. თუმცა, პირადად მე თავს ლიდერად არ ვგრძნობ, ვცდილობ გუნდს პოზიტიური შევმატო. უნდა ვიცოდეთ როგორ და როდის ვისაუბროთ თანაგუნდელთან. მაგალითად ევრა სიტყვების შენამდე სწორად მოტანის ფენომენი იყო. ან ბუფონი, რომლის ჩვენთან ყოფნა ძალიან მნიშვნელოვანია. მთავარია, რომ ეს ყველაფერი ბუნებრივად ხდებოდეს.
რონალდუ? ჩემმა მეგობრებმა მითხრეს: „შენ ნაკრებში საუკეთესო თანაგუნდელი გყავს, ახლა კი, კლუბშიც გეყოლება“. მე ვუპასუხე: „ჩემთვის ეს უპირატესობა“. შემიძლია ყოველდღე ვისწავლო, ვის არ სურს საუკეთესოებთან მუშაობა? ჩვენ ვსაუბრობ ფენომენებზე, ერთი ან ორი საფეხურით მაღლა დგანან სხვა ფეხბურთელებთან შედარებით. ადვილი არაა ყოველწლიურად 40 გოლის გატანა, კრიშტიანუსთან კარგი ურთიერთობა მაქვს, ბევრს ვსაუბრობთ. „იუვეს“, ეროვნული ნაკრების და ასევე სხვა თემების შესახებ, რომლებიც ფეხბურთს არ ეხება. იგივე ხდება ლეოსთან მიმართებაშიც, ურთიერთობა ძალიან გაიზარდა, რაც ლოგიკურია. კლუბში უფრო ხშირია ურთიერთობა, ნაკრებში ასე არ ხდება.
სარი? მას სრულიად განსხვავებული სათამაშო სტილი აქვს. ჩემთვის და სხვა თავდამსხმელებისთვის უფრო მისაღები, გასართობი. ბურთის ფლობა და მეტი მომენტის შექმნა. ეს რისკზე წასვლის შესაძლებლობას გვაძლევს, რადგან ვიცით, რომ სხვა საგოლე შანსიც გვექნება. არის თამაშები, როდესაც 20 მომენტს ვქმნით, წარმოიდგინეთ რას ნიშნავს ეს თავდამსხმელისთვის.
„ოქროს ბურთი“? დიდი დაშორებაა ამჟამად, კანდიდატებთან. საჭიროა ბევრი მუშაობა და ბრძოლა. არიან ფეხბურთელები, რომლებიც სეზონში 50 გოლს იტანენ, მაგრამ ამ ტიტულს ვერ იგებენ. „ოქროს ბურთის“ მოსაგებად პირველ რიგში „იუვენტუსთან“ ერთად მნიშვნელოვანი საქმეების გაკეთებაა საჭირო“, – თქვა დიბალამ.