ტურინის „იუვენტუსის“ ლეგენდამ ალესანდრო დელ პიერომ ესპანურ გამოცემა As-თან ისაუბრა. იტალიელი ფეხბურთელი კრიშტიანუ რონალდუს, მატიას დე ლიხტის, ლეონარდო ბონუჩისა და მაურიციო სარის შესახებ საუბრობს.
„სტადიონის დატოვება თამაშის დასრულებამდე არ არის კარგი საქციელი, ეს არ იყო კარგი. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია ის ქცევა, რომელიც რონალდუს აქვს ვარჯიშებზე ყოველდღე. კრიშტიანუ დიდი პროფესიონალია და თანაგუნდელებს დიდ პატივს სცემს, ესაა მნიშვნელოვანი.
დიახ, უფრო ნაკლები გააქვს, ვიდრე ესპანეთში, მაგრამ ყველა სეზონი განსხვავებულია და იტალიაში გოლების გატან ადვილი არაა, დაცვაში დიდი ყურადღებაა და ტაქტიკური მომზადებაც უფრო მაღალ დონეზეა.
გამიკვირდა, რომ „იუვენტუსმა“ ალეგრი სარით შეცვალა, ის წარსულში „ნაპოლიში“ იყო და ასევე გამიკვირდა ალეგრისთან ურთიერთობის დასრულება. არ მეგონა, რომ „იუვე“ ასე მალე დაასრულებდა მასთან თანამშრომლობას გამარჯვებული ციკლის შემდეგ. სარის კი დრო სჭირდება, მისი სათამაშო სტილი ჯერ მხოლოდ გარკვეულ მომენტებში ვნახეთ. თუმცა, არ უნდა ველოდოთ „ნაპოლის“ ან „ჩელსის“ სათამაშო სტილთან კოპირებას.
დე ლიხტი? მას ძალიან პოზიტიურად ვუყურებ. შეცდომები დაუშვა, მაგრამ უზარმაზარი პოტენციალი გააჩნია და თამაშიდან თამაშამდე იზრდება. ბონუჩი? არ არსებობს ისეთი მცველები, როგორიც ლეონარდოა, თამაშის შექმნა ძალიან კარგად შეუძლია“, – განაცხადა დელ პიერომ.