მთავარი / სიახლეები / სარი: “არ უნდა ვიფიქროთ, რომ ჯგუფიდან გასულები ვართ, პირველი ადგილი ფუნდამენტურია”

სარი: “არ უნდა ვიფიქროთ, რომ ჯგუფიდან გასულები ვართ, პირველი ადგილი ფუნდამენტურია”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მაურიციო სარიმ მადრიდის „ატლეტიკოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. იტალიელი სპეციალისტის განცხადებით, მისმა გუნდმა არ უნდა იფიქროს, რომ კვალიფიცირებულია, რადგან ჯგუფში პირველი ადგილის დაკავება მნიშვნელოვანია.

„არ ვკითხულობ გაზეთებს ჩემი გუნდის თამაშის შესაფასებლად. მეც მინდა, რომ გუნდის ლამაზ ფეხბურთს ვუყურებდე, მაგრამ უნდა შევაფასოთ ფეხბურთელების თვისებები. ჩვენ არ შეგვიძლია პირადი გემოვნების გამო გუნდის მახასიათებლების წინააღმდეგ წავიდეთ.

მე არ შემიძლია გუნდი ვათამაშო გოლის არგაშვებაზე ან ფრეზე, მიუხედავად იმისა, რომ ხვალ ეს შედეგი გვაწყობს, ეს ძალიან სარისკოა. უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ „ატლეტიკო“ ბოლო პერიოდში ძალიან შეიცვალა, უფრო მეტად ფლობს ბურთს და უტევს. თუ ჩვენ მხოლოდ იმაზე ვიფიქრებთ, რომ უკვე კვალიფიცირებულნი ვართ, ამ თამაშში მოვკვდებით. ჯგუფში პირველ ადგილზე გასვლა აუცილებელია.

ჩემი ურთიერთობა რონალდუსთან კარგია. მისი გაბრაზება შეცვლის შემდეგ თამაშის ნაწილია, ნიშნავს, რომ დიდი მოტივაცია აქვს. ბოლო დღეებში კარგადაა, ხვალ საბოლოოდ შევაფასებთ მის სიტუაციას. ძალიან პოზიტიურადაა განწყობილი და თანაგუნდელებთან ერთად სრული დატვირთვით ივარჯიშა.

დე ლიხტისა და ბერნარდესკის სიტუაციაც შესაფასებელია. ბევრი რა მათ ინდივიდუალურ შეგრძენებებზე იქნება დამოკიდებული. მათ აქვთ მტკივნეული დაზიანებები, ვნახოთ შეძლებენ თუ არა თამაშს.

დიბალა, რონალდუ და იგუაინი ერთად? რთულია სამივეს თვისებებიდან გამომდინარე. გონსალო სუფთა თავდამსხმელია, რონალდუ მარცხნიდან იწყებს მოძრაობას და პაულო გამთამაშებელი არაა, თავდამსხმელია. ჩვენ მზად ვართ თამაშის მიმდინარეობისას შევცვალოთ სიტუაცია“, – თქვა სარიმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისა“ და „ატლეტიკოს“ მატჩი 26 ნოემბერს, თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …