მთავარი / სიახლეები / იგუაინი: “ატლეტიკო პატივსაცემი გუნდია, მაგრამ უნდა მოვიგოთ”

იგუაინი: “ატლეტიკო პატივსაცემი გუნდია, მაგრამ უნდა მოვიგოთ”

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელი გონსალო იგუაინი მაურიციო სარისთან ერთად „ატლეტიკოსთან“ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე გამოცხადდა. არგენტინელმა საკმაოდ ვრცლად ისაუბრა და ხვალინდელი მატჩის გარდა არაერთ საკითხს შეეხო.

არჩევანი – გულწრფელად ბედნიერი ვარ, არამხოლოდ დარჩენის გამო, არამედ იმის გამო, როგორც გუნდში მექცევიან. ბედნიერი ვარ, რომ აქ ვარ, ბედნიერი წლები გავატარე. თუმცა, არ ვარ კმაყოფილი იმით, რასაც ვაკეთებ, სეზონი გრძელია, ბევრი რამაა დასამტკიცებელი.

ალტერნატივა – როდესაც დიდი ფეხბურთელები არიან გუნდში ეს ხდება. ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც უნდა მიიღო, როდესაც მწვრთნელი შანსს გაძლევთ, შანსი უნდა გამოიყენო. პაულოსთან თავს კარგად ვგრძნობ, ბედნიერები ვართ და მწვრთნელი გვეხმარება.

კრიშტიანუ-დიბალა – ორი განსხვავებული მოთამაშეა, მაგრამ ორივესთან თამაში მომწონს. ორი დიდი ფეხბურთელია, ვცდილობ ორივესთან ადაპტირებას, რათა გუნდს მაქსიმალური სარგებელი მოვუტანო.

მადლობა სარის – სარისთან ჩემი კარიერის საუკეთესო სეზონები მაქვს გატარებული. ბედნიერი ვარ მასთან მუშაობით და ვცდილობ გავაკეთო ის, რასაც მოითხოვს. წელი გრძელია, ახლა ვცდილობ გავაკეთო საუკეთესო, რაც გუნდს სჭირდება.

„ატლეტიკო“ – ეს გუნდი პატივისცემას იმსახურებას, რადგან მსოფლიოს მასშტაბით მოიპოვა ბოლო წლებში. მათ წინააღმდეგ თამაში ურთულესია, მაგრამ უნდა მოვიგოთ და ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდეთ.

რონალდუ – ყველამ იცის რონალდუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის. მას წლებია ვიცნობ მადრიდიდან, ბევრი ტიტული მოიგო. ბენდიერი ვარ, რომ ისევ ერთად ვთამაშობთ, ასეთი კლასის ფეხბურთელებთან თამაში ყოველთვის შესანიშნავია.

სარის გარეშე – მწვრთნელი მართალია, შარშანდელთან შედარებით, ჩემს თავში რაღაც უნდა შემეცვალა და ეს დამეხმარა.

გოლი – მე აღარ ვარ გოლით შეპყრობილი? შესაძლოა. ახლა სიტუაციიდან გამომდინარე ვმოქმედებ, არ გამაქვს ბევრი გოლები. მნიშვნელოვანია, როდესაც შენ ვერ იტან, სხვამ გაიტანოს. ბევრი კუთხით განვითარება შეგვიძლია, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ყველაფერი ცუდად მიმდინარეობს. ჩემპიონატში პირველ ადგილზე ვართ, ჩემპიონთა ლიგაზე ჯგუფიდან უკვე გავედით. თუმცა უნდა გავაუმჯობესოთ გარკვეული საკითხები, რასაც მწვრთნელი ითხოვს.

სამი სარი – მის კარიერაში ყოველთვის იზრდებოდა. „ნაპოლიში“ შესანიშნავი სეზონები ჰქონდა, სერია A-ში მაშინ სარეკორდო გოლებიც გავიტანე. ლონდონში კარგად იმუშავა, გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე გაიყვანა და ევროპა ლიგა მოიგო. აქაც სეზონი დიდებულად დაიწყო, თამაში შესაძლოა ჯერ კიდევ არ არის მომხიბვლელი, მაგრამ შედეგების მხრივ სწორ გზაზე ვართ.

საუკეთესო იგუაინი – მე არ ვუყურებ წარსულს. ვცდილობ ყოველწლიურად გავიზარდო. გამიმართლა, რომ საუკეთესო თანაგუნდელები ყოველთვის მყავდა, რომლებიც მეხმარებიან. ახლა მენტალურად და ფიზიკურად კარგავ ვარ, სტაფი ძალიან ბევრს მეხმარება. კარგ კონდიციაში ვიმყოფები, მაგრამ სეზონის დასრულებამდე ძალიან ბევრი დარჩა. ვფიქრობ, ივნისში, როდესაც სეზონი დასრულდება, „იუვეს“ მნიშვნელოვანი ტიტული ექნება მოგებული.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისა“ და „ატლეტიკოს“ მატჩი სამშაბათს, თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …