ბერგამოს „ატალანტასთან“ მატჩის გმირი გონსალო იგუაინი გახდა, რომელმაც დუბლი შეასრულა და საგოლე პასიც მიითვალა. „პიპიტამ“ თამაშის შემდეგ კომენტარი გააკეთა.
„ვიცოდით, რომ ძალიან რთული თამაში გვექნებოდა, რადგან „ატალანტა“ საკუთარ მოედანზე ძალიან ძლიერია. აქ თამაში ურთულესია და გამარჯვება ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია ჩვენს გზაზე.
ჩემი თამაში? გამარჯვება გუნდის დამსახურებაა და არა ცალკეული ფეხბურთელების. მე და პაულო ბედნიერები ვართ, რომ გოლები გავიტანეთ, მაგრამ დაცვამაც ბევრი საქმე გააკეთა. ახლა უნდა დავისვენოთ, ძალები აღვიდგნოთ და ჩემპიონთა ლიგაზე ვკონცენტრირდეთ“, – თქვა იგუაინმა.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსს“ 13 ტურის შემდეგ 35 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზეა. მომდევნო მატჩს კი ჩემპიონთა ლიგაზე, „ატლეტიკოსთან“ ჩაატარებს.