მთავარი / სიახლეები / “ატალანტას” მწვრთნელი: “ჩვენს სასარგებლოდ დანიშნული პენალტი ჩვენს კარში რომ დაენიშნათ, აღვშფოთდებოდი”

“ატალანტას” მწვრთნელი: “ჩვენს სასარგებლოდ დანიშნული პენალტი ჩვენს კარში რომ დაენიშნათ, აღვშფოთდებოდი”

ბერგამოს „ატალანტას“ მთავარმა მწვრთნელმა ჯამპიერო გასპერინიმ „იუვენტუსთან“ მატჩის შემდეგ ისაუბრა. იტალიელმა სპეციალისტმა საინტერესო განცხადება გააკეთა და თქვა, რომ პენალტი, რომელიც „ატალანტას“ სასარგებლოდ დაინიშნა, ძალიან საეჭვო იყო.

„რა თქმა უნდა, დამწუხრებული ვართ. „იუვენტუსის“ გოლამდე ჩვენ გამარჯვება დავიმსახურეთ. მატჩის ბოლოს „ბიანკონერის“ თავდამსხმელების ხარისხმა თამაშის ბედი შეცვალა. ვწუხვარ, რომ ჩვენმა რამდენიმე მნიშვნელოვანმა ფეხბურთელმა თამაში ვერ მოახერხა.

ხელით თამაში? რამდენიმე საეჭვო ეპიზოდი იყო. მაგალითად პენალტი, რომელიც ჩვენს სასარგებლო დანიშნეს, ძალიან საეჭვო იყო. ასეთი პენალტი ჩვენს კარში რომ დაენიშნათ, აღშფოთებული ვიქნებოდი. ვხედავთ, რომ დიდი დაბნეულობაა ხელით თამაშზე და განსხვავებული ინტერპეტაციები არსებობს. არ არსებობს ჭეშმარიტება და სიცხადე“, – განაცხადა გასპერინიმ.

შემთხვევითი სიახლე

მანჩინიმ განმარტა, თუ რატომ არ გამოიძახა ნაკრებში ლოკატელი

იტალიის ნაკრების მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ განმარტა, რატომ არ გამოიძახა ინგლისისა და მალტის ნაკრებებთან სათამაშოდ მანუელ …

ლოკატელი: “ვაჩვენეთ, რომ ძლიერი გუნდი ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა მანუელ ლოკატელიმ „ინტერთან“ მატჩის (1:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, დაამტკიცეს, …