მთავარი / სიახლეები / დელ პიერომ მორატა, დიბალა და რონალდუ გააკრიტიკა: “მორატას კარში უნდა დაერტყა”

დელ პიერომ მორატა, დიბალა და რონალდუ გააკრიტიკა: “მორატას კარში უნდა დაერტყა”

ალესანდრო დელ პიერომ „იუვენტუსის“ თამაში შეაფასა „ფერენცვაროშთან“. ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ალვარო მორატა იმის გამო გააკრიტიკა, რომ მან 35-ე წუთზე მეკარესთან პირისპირ გასულმა კარში არ დაარტყა და პასი კრიშტიანუ რონალდუს გაუკეთა, რომელსაც მცველმა დაასწრო და გოლი არ გავიდა.

თავის მხრივ, კრიშტიანუ და პაულო დიბალა იმის გამო გააკრიტიკა, რომ მათ პასები არ გააკეთა. რონალდუმ 56-ე წუთზე მახვილი კუთხიდან დარტყმა გადაწყვიტა და კარს ააცილა, მას მორატა ცარიელ კართან ეხსნებოდა. ხოლო დიბალამ 81-ე წუთზე დაარტყა და გაიტანა, მაგრამ იქვე რონალდუ ჰყავდა, გაცილებით მარტივ პოზიციაში.

აღსანიშნავია, რომ თამაშის შემდეგ ანდრეა პირლომაც ისაუბრა ამ ასპექტზე და თქვა, რომ კარის წინ ნაკლებად ეგოისტები უნდა ვიყოთო.

„მორატას უნდა დაერტყა. თუ ამ პოზიციიდან დაარტყამდა, ვერავინ ვერაფერს ეტყოდა. აი, კრიშტიანუ რონალდუს და დიბალას არ უნდა დაერტყათ, პორტუგალიელმა არც ისე გამჭრიახად ითამაშა. .

პირლო? ის თავისი გზის დასაწყისშია. ეს არის რეალური განსხვავება მასსა და ზიდანს შორის, რომელსაც მეტი გამოცდილება აქვს, რომელიც „რეალის“ მთავარ გუნდში მისვლამდე დააგროვა. პირლოს აქვს შანსი, რომ იგივე გზა გაიაროს, რაც ზიდანმა გაიარა“, – თქვა დელ პიერომ.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …