2008 წლის 5 ნოემბერი ალესანდრო დელ პიეროს კარიერაში ერთ-ერთი გამორჩეული დღეა. ზუსტად 12 წლის წინ ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურში “იუვენტუსმა” მადრიდში “რეალს”2:0 მოუგო.
დელ პიერო მთავარი გმირი იყო. მან მე-17 და 67-ე წუთებზე დუბლი შეასრულა და თავის გუნდს ისტორიული გამარჯვება მოუტანა.
90-ე წუთზე კლაუდიო რანიერიმ ალესანდრო შეცვალა, მას კი “რეალის” გულშემატკივრები ფეხზე წამოუდგნენ და ტაშით გააცილეს. დაუვიწყარი მომენტი, “სამეფო კლუბის” პუბლიკამ მეტოქე დააფასა, რაც ერთეულების ხვედრია.