მთავარი / სიახლეები / “ფერენცვაროში” – “იუვე”: ფეხბურთელთა შეფასებები

“ფერენცვაროში” – “იუვე”: ფეხბურთელთა შეფასებები

ტურინის „იუვენტუსმა“ ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურში უნგრული „ფერენცვაროში“ 4:1 დაამარცხა და მერვედფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით.

შჩესნი შ.გ – „ფერენცვაროში“ ღიად თამაშობდა, მაგრამ კარში დარტყმას ვერ ახერხებდა. ბოლოს კიელინის შეცდომისგან იხსნა გუნდი, გაშვებული გოლის მომენტშიც მაქსიმუმი გააკეთა.

კუადრადო 7 – ამ ეტაპზე ის „იუვეს“ დამატებითი მოთამაშეა, მორატასთან ძალიან კარგადაა შეთანაშებული.

ფრაბოტა შ.გ – მან მოედანზე ბოლო წუთები გაატარა.

ბონუჩი 6 – საკმაოდ დამაჯერებელი იყო, მაგრამ გაშვებული გოლის დროს მეტოქე დაკარგა.

კიელინი 6.5 – როდესაც ის თამაშობს, გუნდს სიმშვიდეს და უსაფრთხოებას ანიჭებს.

დანილო 6 – ერთი წლის შემდეგ, ის „იუვეს“ ძალიან კარგი შენაძენია.

რემზი 6 – პირლოსთვის ის ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელია, მაგრამ ისტორიული ტრავმები თავს არ ანებებს. როცა ხაზებს შორის გუნდს კაცი სჭირდება, რემზი პირველი არჩევანია. მეორე ტაიმის დასაწყისში დაშავდა და მოედანი დატოვა. კუნთი დაიზიანა.

მაკკენი 6 – „იუვეს“ ახალი ჯოკერია. გუნდს თუ დინამიურობა სჭირდება, ამერიკელი ამაზე ზრუნავს.

არტური 6 – მოკლე პასებით თამაშობდა, კარგადაც. მეორე ტაიმში არ უთამაშია.

ბენტანკური 6 – სეზონი ცუდად დაიწყო და მცირე ნაბიჯებით ბრუნდება.

რაბიო 6.5 – კარგი იყო, ფიზიკურადაც და ტექნიკურადაც. ბოლოს გოლის გატანაც შეეძლო, მაგრამ მეკარემ აჯობა.

კიეზა 6 – სურვილი და მონდომება არასდროს აკლია, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში მეტი სიმკვეთრე აკლია.

ბერნარდესკი შ.გ – მან კიეზა დაასვენა და ცოტა ხანი ითამაშა.

რონალდუ 6 – ამჯერად არ ჰქონია კარგი თამაში, მაგრამ მორატას სივრცეებს კარგად უთავისუფლებდა. გოლის გატანის შანსიც ჰქონდა, თუმცა არაზუსტად დაარტყა,

მორატა 7.5 -ისევ გაიტანა, ყოველთვის იტანს. ის ახერხებს რონალდუსთან ინტეგრაციას, მუდმივად გააქვს, როგორც არასდროს თავის კარირაში. დუბლი „იუვეში“ მე-100 თამაშის აღსანიშნავად ცუდი არ არის.

დიბალა 7 – როდესაც მოედანზე გავიდა, თამაშის ბედი გადაწყვეტილი იყო. პირველად ამ სეზონში რონალდუსთან ერთად ითამაშა და რიტმის და ნდობის მოსაპოვებლად ნაბიჯი წინ გადადგა. უნგრელებისგან ნაჩუქარი თითქმის დუბლი შეიძლება ამოსალავი წერტილი იყოს.

პირლო 6.5 – „იუვემ“ სერიოზული თამაში ითამაშა პირველიდან ბოლო წუთამდე. მორატასა და რონალდუს შემდეგ დიბალას დაბრუნების კარგი ნიშნებიც გამოჩნდა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …