ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა პაულო დიბალამ მიმდინარე სეზონის ანგარიში გახსნა და პირველი გოლი გაიტანა.
პაულომ თავი „ფერენცვაროშთან“ გამოიჩინა, შემდეგ დუბლსაც ასრულებდა, მაგრამ საქართველოს ნაკრების მცველმა ლაშა დვალმა გოლი „მოპარა“. ქართველი გუნდის გადარჩენას და ბურთის ცარიელი კარიდან გამოტანაც ცდილობდა, მაგრამ ვერ შეძლო და ავტოგოლი ჩაეწერა.
ამის მიუხედავად, დიბალამ ერთი ბურთი მაინც ჩაიწერა აქტივში და „იუვეს“ ერთადერთი ფეხბურთელია, რომელმაც ბოლო 6 სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე გოლი გაიტანა. მისი სტატისტიკა ასე ნაწილდება სეზონების მიხედვით:
2015-2016: 7 თამაში, 1 გოლი
2016-2017: 11 თამაში, 4 გოლი
2017-2018: 8 თამაში, 1 გოლი
2018-2019: 9 თამაში, 5 გოლი
2019-2020: 8 თამაში, 3 გოლი
2020-2021: 2 თამაში, 1 გოლი