მთავარი / სიახლეები / კიელინი: “შჩესნისთან ვალში ვარ”

კიელინი: “შჩესნისთან ვალში ვარ”

ტურინის „იუვენტუსის“ კაპიტანი ჯორჯო კიელინი გამოჯანმრთელდა და ორკვირიანი უქმობის შემდეგ მოედანზე დაბრუნდა. ვეტერანმა ფეხბურთელმა „ფერენცვაროშთან“ (4:1) მატჩი შეაფასა და თქვა, რომ უფრო აგრესიულად უნდა ითამაშონ.

„ზოგჯერ თამაშები ჩვენი წყალობით მარტივდება. კარგად ვითამაშეთ, კარგად დავიწყეთ და პირველი ტაიმის ბოლოს ცოტა დავისვენეთ, რადგან შემდეგ აჩქარება საჭირო იყო, რაც მეორე ტაიმში გავაკეთეთ.

ამ გამარჯვებამ არ უნდა მოგვატყუოს, მაგრამ თავდაჯერებულებას გვაძლევს, მითუმეტეს „სპეციასთან“ მოგებასაც თუ გავითვალისწინებთ. კვირას „ლაციოსთან“ მატჩს საკუთარი თავის რწმენით ვხვდებით და კარგი იქნება სანაკრებო პაუზას კარგ განწყობაზე თუ შევხვდებით.

დავბრუნდი და ბოლო 20 წუთში დაღლილობა ვიგრძელი. ერთი წლის გამოტოვებამ ჩემზე იმოქმედა, მაგრამ ახლა ბედნიერი ვარ, მადლობას ვუხდი ჩემს თანაგუნდელებს, რომელთაც მე ჯერ კიდევ „სპეციასთან“ ვჭირდებოდა, მაგრამ მზად ჯერ კიდევ არ ვიყავი.

4:0-ზე ყველანი ცოტათი მოვდუნდით, ეს არ უნდა მომხდარიყო. ჩემი არაზუსტი პასის დროს ვფიქრობდი, რომ მარტო ვიყავი, საბედნიეროთ შჩესნიმ გადამარჩინა. ზოგჯერ მე მას ვეხმარები, ამჯერად ვალში ვარ და იმედი მაქვს, შემდეგზე მე გადავარჩენ გაშვებული გოლისგან“, – თქვა კიელინიმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსს“ სამი ტურის შემდეგ 6 ქულა აქვს და ძალიან ახლოსაა მერვედფინალთან, თუმცა პირველ ადგილზე გასვლა გაუჭირდება, რაც პლეი-ოფში დიდი ალბათობით უფრო რთულ მეტოქესთან შეხვედრას მოასწავებს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …