ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველი აარონ რემზი ტრავმირებულია. უელსელმა ფეხბურთელმა „ფერენცვაროშთან“ მიიღო დაზიანება და გარკვეული პერიოდით იუქმებს.
სამედიცინო გამოკვლევამ აჩვენა, რომ რემზის ბარძაყის კუნთის დაბალი ხარისხის დაზიანება აღენიშნება და 10 დღე გაუცდება, შემდეგ ხელახალი გამოკვლევა ჩაუტარდება და სავარაუდოდ ეს პროცესი მინიმუმ 3 კვირა გასტანს.
რემზი „ლაციოსთან“ უახლოეს შეხვედრას გამოტოვებს, მერე უკვე სანაკრებო პაუზაა და მისი დასრულების შემდეგ უფრო დეტალურად გახდება ცნობილი მოედანზე მისი დაბრუნების თარიღი.