მთავარი / სიახლეები / Daily Mail: დიბალა პსჟ-ში შესაძლოა 80 მილიონ ევროდ გადავიდეს

Daily Mail: დიბალა პსჟ-ში შესაძლოა 80 მილიონ ევროდ გადავიდეს

მიუხედავად იმისა, რომ ამხანაგურ მატჩებში პაულო დიბალამ შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა და თავად გუნდში დარჩენის სურვილს მკაფიოდ გამოხატავს, მისი ტრანსფერი ისევ დღის წესრიგშია.

არგენტინელის მსურველთა შორის ერთადერთი გუნდი დარჩა – პსჟ. Daily Mail-ის ინფორმაციით, „იუვენტუსი“ ფრანგულ გუნდთან მოლაპარაკებებს აწარმოებს და ტრანსფერის დახურვა 80 მილიონ ევროდ იქნება შესაძლებელი.

ფეხბურთელის აგენტი ხორხე ანტუნი კი პარიზში ფრანგთა სპორტულ დირექტორ ლეონარდოსაც შეხვედრია.

ფაბიო პარატიჩის კი დიბალას რაც შეიძლება მალე გაყიდვა სურს, რომ მილანის “ინტერის“ თავდამსხმელ მაურო იკარდის ტრანსფერზე გაიწიოს და მისი გადაბირება მოასწროს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *