დანიელე რუგანის მომავალი „იუვენტუსთან“ პრაქტიკულად აღარ ასოცირდება. იტალიელი ფეხბურთელი გუნდს მიმდინარე ზაფხულს დატოვებს, მაგრამ მისი მსურველთა რიცხვი საკმაოდ მწირია.
„მონაკოსთან“ გარიგება არ შედგა, „ბარსელონა“ ამ ეტაპზე მხოლოდ იდეაა და ერთადერთ კონკრეტულ ვარიანტად „რომა“ რჩება.
დედაქალაქურ გუნდს დეიან ლოვრენის ტრანსფერი ჩაეშალა და ვინაიდან ცენტრალური მცველი აუცილებლად სჭირდება, რუგანის ვარიანტი ისევ რეალური გახდა.
დანიელეს „იუვენტუსის“ ბოლო სამ ამახანაგურ მატჩში 1 წუთიც არ უთამაშია. ეს კი მის პოზიციაზე არსებული დიდი კონკურენციითაა გამოწვეული. ჯორჯო კიელინი, მატიას დე ლიხტი, ლეონარდო ბონუჩი და მერიჰ დემირალი მაურიციო სარისთვის საკმაოდ მსუყე არჩევანია.