მთავარი / სიახლეები / სამი ხედირა: “მინდა “იუვესთან” ერთად ჩემპიონთა ლიგა მოვიგო, რადგან ეს გუნდი მიყვარს”

სამი ხედირა: “მინდა “იუვესთან” ერთად ჩემპიონთა ლიგა მოვიგო, რადგან ეს გუნდი მიყვარს”

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა სამი ხედირამ გერმანულ Kicker-ს ინტერვიუ მისცა, რომელშიც კლუბის შესახებ ისაუბრა.

ხედირას განცხადებით, „იუვენტუსთან“ ერთად ჩემპიონთა ლიგის მოგება სურს და ეს მისი კარიერის გვირგვინი იქნება.

ახალი „იუვე“ – სარის ალეგრისგან აბსოლუტურად განსხვავებული ფეხბურთის თამაში სურს. სწორედ ამიტომ სირთულეები შეგვექმნა და დრო გვჭირდება, რმო ახალ სისტემასთან ადაპტაცია მოვახდინოთ , თუმცა ეს ნორმალურია. ვთამაშობთ ახალ ფეხბურთს, პრესინგი, ინსტენსივობა, ინტელექტი. მოურინიოსთან. ანჩელოტისთან, ალეგრისთან ლიოვთან და ახლა სარისთან მიწევს მუშაობა და მზად ვარ ვითამაშო ნებისმიერ ამპლუაში, რომელსაც მწვრთნელი მოითხოვს.

ტრავმები – ჩემი მუხლის მდგომარეობა კარგადაა. ვგრძნობ, რომ ფორმაში ვარ და ჩემს კონდიციებს ვენდობი. ბოლო სეზონი ჩემს კარიერაში ყველაზე ცუდი იყო? უიღბლო წელი გამოდგა, ნაკლებ ბედნიერი ბევრი ტრავმებისა და გულის ოპერაციის გამო. ახლა კი მინდა „იუვესთან“ ერთად ჩემპიონთა ლიგა მოვიგო და ასევე, ყოველთვის ძირითად შემადგენლობაში მოხვდე.

გული – ერთ-ერთი ვარჯიშის შემდეგ პრობლემა ვიგრძენი. ოპერაციის შემდეგ ყველაფერს ვაკონტროლებდით. ახლა ყველაფერი რიგზეა, წინააღმდეგ შემთხვევაში ახლა პენსიონერი ხედირა ისაუბრებდა და არა ფეხბურთელი. შემიძლია ერთი, ორი, სამი წელი ვითამაშო.

სატრანსფერო ბაზარი – არასდროს მისაუბრია სხვა გუნდებთან. ვიცი, რომ გუნდში ბევრი ფეხბურთელია დაზოგიერთებს წასვლა მოუწევთ. 32 წლის ასაკი და გასულ სეზონში ჩატარებული 17 თამაში ასეთ დისკუსიას ყოველთვის იწვევს. ბოლო 10 წლის განმავლობაშიც ასე იყო, მაგრამ საბოლოოდ, ყოველთვის ვთამაშობდი.

ფულისთვის არ ვრჩები – „იუვესთან“ ყველაფერი თავიდანვე ნათელი იყო. არ მინდა წასვლა და არ უნდა გუნდმა გამყიდოს. გავიგე, რომ თითქოს ფულის გამო მინდა დარჩენა და ეს მეწყინა, რადგან გულშემატკივრებმა დაიჯერეს. არასდროს მითამაშია ფულისთვის, მაგრამ მოედანზე ყოველთვის ტიტულების მოსაგებად გავდიოდი.

ჩემპიონთა ლიგა – მინდა ყველაფერი ჩემპიონთა ლიგით დაგვირგვინდეს „იუვესთან“ ერთად, რადგან ეს გუნდი და ეს ქალაქი მიყვარს. რონალდუ ან დე ლიხტი იმისთვის არ დაგვიმატებია, რომ მეოთხედფინალში ან ნახევარფინალში გამოვარდეთ. მიზანი თასის მოგებაა.

სკუდეტო – გასულ სეზონთან შედარებით ბრძოლა გაცილებით დაძაბული იქნება. „ინტერი“ გაძლიერდა, ისეთი კარგი მწვრთნელით, როგორიც ანტონიო კონტეა, „ნაპოლიმ“კი ბირთვი შეინარჩუნა. სეზონი კონცენტრირებულებმა უნდა დავიწყოთ, რომ ევროპისთვის საკუთარი თავის ნდობა მოვიპოვოთ. კარგი სეზონი იქნება, ჩემი მიზანი კი თამაშების 80% ჩატარება და სამივე ტიტულის მოგებაა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *