ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა ალექს სანდრომ პაულო დიბალას, გონალო იგუაინისა და მარიო მანჯუკიჩის შესახებ ისაუბრა.
მოგეხსენებათ, სამივე ფეხბურთელს „იუვენტუსში“ ადგილი გარანტირებული არ აქვთ და შესაძლოა მიმდინარე ზაფხულს გუნდი დატოვონ. თუმცა, ბრაზილიელი მედიაში გავრცელებულ ცნობებს როგორც ჩანს, დიდად არ ენდობა.
„დიბალა? ჩემი მეგობარი და შესანიშნავი ფეხბურთელია. გუნდისთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელი იქნება. მანჯუკიჩი და იგუაინი? ეს სიტუაცია ჩვენზე არ მოქმედებს. ადრე ვკითხულობდი, რომ „იუვენტუსიდან“ მეც მივდიოდი, მაგრამ საბოლოოდ აქ დავრჩი“, – თქვა ალექს სანდრომ.