მთავარი / სიახლეები / ტორიჩელი: “დიბალა გუნდისთვის ტვირთი არასდროს იქნება”

ტორიჩელი: “დიბალა გუნდისთვის ტვირთი არასდროს იქნება”

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა მორენო ტორიჩელიმ ახალი სეზონის ფავორიტად „იუვე“ დაასახელა, ხოლო მის მთავარ კონკურეტებად „ინტერსა“ და „ნაპოლის“ მიიჩნევს.

გარდა ამისა, ტორიჩელიმ პაულო დიბალას შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის ტვირთი არასდროს იქნება.

„იუვე“ იტალიაში სხვებზე მაღლა ისევ დგას. „ინტერი“ ძალიან ძლიერი გუნდი მგონია, „ნაპოლიც“ ნამდვილად სამეულის გუნდია. ამის შემდეგ კი ჩემპიონთა ლიგის მეოთხე საგზურისთვის და ევროპა ლიგისთვის დიდი ბრძოლა იქნება. პირველი სამი გუნდი კი იმედია საინტერესო ჩემპიონატს შემოგვთავაზებენ.

დიბალა? ტექნიკური თვალსაზრისით ტვირთი გუნდისთვის არასდროს იქნება, აბსოლუტურად. არ შეიძლება ტვირთი იყოს ფეხბურთელი, რომელმაც „იუვეს“ ძალიან ბევრი მისცა. არ უნდა დავივიწყოთ, რომ „იუვენტუსში“ გატარებულ 4 წელიწადში არაჩვეულებრივად ითამაშა. დიდ გუნდში თამაში ნიშნავს, რომ 24 უმაღლესი დონის ფეხბურთელის გარემოცვაში ხარ და ძირითად შემადგენლობაში ადგილი გარანტირებული არავის აქვს.

დიბალასა და დუგლას კოშტას ერთ დონეზე დაყენება ჩემთვის მიუღებელია, არაპროპორციულია, რადგან დუგლას კოშტა შესანიშნავი ფეხბურთელია, მაგრამ განსხვავებული. დიბალა, ძალიან, ძალიან უწყვეტი. ტრიესტეში მისი გოლის აღნიშვნა ნიშნავდა, რომ კლუბისადმი გულგრილი არაა“, – თქვა ტორიჩელიმ.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *