ტურინის „იუვენტუსი“ 2019-2020 წლების სეზონის სასტარტო მატჩს 24 აგვისტოს, სტუმრად „პარმასთან“ გამართავს. მაურიციო სარი კი მზადაა გუნდი თავისი ჩვეული სქემით, 4-3-3-ით ათამაშოს.
იტალიური მედია კი გუნდის სავარაუდო შემადგენლობის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს. როგორც ადგილობრივი ჟურნალისტები ვარაუდობენე, პაულო დიბალა და სამი ხედირა ძირითად შემადგენლობაში იქნებიან. არადა, ორივე ფეხბურთელი რამდენიმე დღის წინ გუნდიდან წასვლის მთავარ კანდიდატებში შედიოდნენ.
ტურინელთა სასატარტო შემადგენლობა კი „ენიო ტარდინიზე“ სავარაუდოდ ასეთი იქნება:
შჩესნი; დანილო, დე ლიხტი, კიელინი, ალექს სანდრო; ხედირა, პიანიჩი, რაბიო; დუგლას კოშტა, დიბალა, რონალდუ.