მარიო მანჯუკიჩის მიუნხენის „ბაიერნში“ ტრანსფერი გამოირიცხა. აღნიშნულ ინფორმაციას Bild-ი ავრცელებს, როგორც ავტორიტეტული გერმანული გამოცემა წერს, ივან პერიშიჩის, ფილიპე კოუტინიოსა და მიქაელ კუიზანსის ტრანსფერების შემდეგ „ბაიერნი“ მიმდინარე ზაფხულს ახალ ფეხბურთელებს აღარ დაიმატებს.
როგორც ცნობილია, მანჯუკიჩი მაურიციო სარის გეგმებში არ ჯდება და გუნდის დატოვების რეალური კანდიდატია. აქამდე ხორვატს „ბაიერნს“ უკავშირებდნენ, ახლა კი მის მსურველთა შორის მხოლოდ „დორტმუნდი“ დარჩა.
ეს „იუვენტუსისთვის“ პრობლემა შეიძლება გახდეს, რადგან გუნდის შემადგენლობა რომ გასაცხრილია აქამდე სარიმ საჯაროდ ისაუბრა. თუმცა, ტურინელები მოთამაშეების გაყიდვას თითქმის ორი კვირაა ამაოდ ცდილობენ.