მთავარი / სიახლეები / ტრანსფერები (გვერდი 45)

ტრანსფერები

France Football: დი მარია “იუვენტუსის” ინტერესის სფეროშია

ტურინის „იუვენტუსს“ ანხელ დი მარია დაუკავშირეს. France Football-ის ინფორმაციით, არგენტინელით იტალიური გრანდიც დაინტერესებულია. დი მარიას პსჟ-სთან კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება და თავისუფალი აგენტი ხდება. სწორედ ამ გარემოების გამო ტურინში მისით დაინტერესდნენ. დი მარია თებერვალში 33 წლის ხდება და სავარაუდოდ გუნდთან კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს, რადგან მაურისიო პოჩეტინოს გეგმებში არ შედის. ანხელ …

სრულად წაკითხვა »

პარატიჩი: “ტრანსფერები? შემადგენლობით კმაყოფილი ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ სპორტულმა დირექტორმა ფაბიო პარატიჩიმ განაცხადა, რომ შემადგენლობით კმაყოფილები არიან და ტრანსფერებზე მეტად თამაშზე უნდა იფიქრონ. „ჩვენ „იუვენტუსი“ ვართ და ყოველთვის მოსაგებად უნდა ვითამაშოთ, აქედან გამომდინარე შეცდომის დაშვება აღარ შეგვიძლია. რაბიო? სიფრთხილის გამო გადავწყვიტეთ არ შეგვეყვანა განაცხადში და დისკვალიფიკაცია მოეხადა, თავი დავიზღვიეთ და მას ორი თამაში გამოვატოვებინეთ. ტრანსფერები? შემადგენლობით …

სრულად წაკითხვა »

“იუვენტუსმა” ნიკოლო როველას ტრანსფერი შეათანხმა

ტურინის „იუვენტუსი“ „ჯენოას“ ნიჭიერი ნახევარმცველი ნიკოლო როველას შეძენასთან ახლოსაა. პრაქტიკულად ყველაფერი გადაწყდა და 19 წლის ფეხბურთელი „ბიანკონერის“ შეუერთდება. როველას „ჯენოასთან“ კონტრაქტი ეწურება, ამიტომაც, ჯერ ის 2025 წლამდე უნდა გაახანგრძლივოს, რომ შემდეგ „იუვეში“ გაყიდონ. ტრანსფერის ღირებულება დაახლოებით 8-10 მილიონ ევროს მოიცავს. გარდა ამისა, „ჯენოას“ პრეზიდენტმა ენრიკო პრეციოზიმ ჯანლუკა ფრაბოტას დათმობა მოითხოვა, …

სრულად წაკითხვა »

“იუვე” მორატას დუბლიორად პელეს ვარიანტს განიხილავს

ტურინის „იუვენტუსი“ ზამთრის სატრანსფერო პერიოდში თავდამსხმელის დამატებას აპირებს, რომელიც ალვარო მორატას დუბლიორი იქნება და საჭიროების შემთხვევაში ესპანელს დასვენების შესაძლებლობას მისცეს, სეზონის განვლილმა ნაწილმა გამოაჩინა, რომ მორატას შემცვლელი სჭირდება, რომელიც კრიშტიანუ რონალდუს შეტევაში დაეხმარება. პაულო დიბალა ვერ ახერხებს ცენტრფორვარდის როლის შეთავსებას და ანდრეა პირლოს გუნდისთვის პრობლემად იქცა. იტალიური მედიის ცნობით, კანდიდატებს …

სრულად წაკითხვა »

სამი ხედირას ინგლისში გადასვლა თითქმის გადაწყდა

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველი სამი ხედირა, რომელიც გუნდიდან პრაქტიკულად მოკვეთილია, იანვარში „ევერტონში“ გადავა. იტალიური მედიის ცნობით, „იუვე“ ტრასფერზე თანახმაა და ფეხბურთელი ინგლისში გაფრინდება. იქ გერმანელს კარლო ანჩელოტი ელოდება, რომელიც მას „რეალიდან“ კარგად იცნობს. სამი ხედირა ანდრეა პირლოს გეგმებში არ ჯდება და მიმდინარე სეზონში განაცხადშიც კი ერთხელ არ მოხვედრილა. გერმანელი ფეხბურთელი ტურინში …

სრულად წაკითხვა »

“იუვენტუსმა” შესაძლოა დეპაი 5 მილიონ ევროდ დაიმატოს

ტურინის „იუვენტუსი“ ზამთრის სატრანსფერო პერიოდში ახალი ფეხბურთელების ეცდება, მაგრამ უკვე ცნობილია, რომ ეს საკმაოდ მძიმე ბაზარი იქნება, რაც კორონავირუსის გამო შექმნილი ფინანსური კრიზისითაა განპირობებული. ძირითად მოსალოდნელია დაბალფასიანი ტრანსფერები და გაცვლები. ამის ფონზე, რეალურად მოსჩანს მემფის დეპაის ტრანსფერის. ნიდერლანდელს „ლიონთან“კონტრაქტი ზაფხულში ეწურება და მსიი განახლების არავითარი ნიშან-წყალი არ არსებობს. ამიტომაც, „ლიონს“ …

სრულად წაკითხვა »

პსჟ მზადაა დიბალა იყიდოს, მაგრამ პაულოს “იუვეში” დარჩენა სურს

ტურინის „იუვენტუსში“ პაულო დიბალას მომავალი ჯერ კიდევ გაურკვეველია. არგენტინელი გუნდს ახალ კონტრაქტზე ვერ ურიგდება, რომლის ვადა 2022 წლის ზაფხულში იწურება. იტალიური მედიის ცნობით, დიბალას შესაზენად „პარი სენ ჟერმენი“ მზადაა, რომელსაც სულ მალე მაურისიო პოჩეტინოს სახით ახალი მთავარი მწვრთნელი ეყოლება. პარიზელები მზად არიან დიბალაში 60 მილიონი ევრო გაიღონ, თუმცა, შეიძლება ეს …

სრულად წაკითხვა »

იოზილი შესაძლოა “იუვეში” გადავიდეს

ლონდონის „არსენალის“ ფეხბურთელი მესუთ იოზილი იანვარში შესაძლოა „იუვენტუსში“ გადავიდეს. თურქული მედიის ცნობით, ტურინელთა მენეჯერებსა და ფეხბურთელის აგენტ ერკუტ სიოგიუტს შორის კონტაქტი შედგა. იოზილს „არსენალთან“ კონტრაქტი ივნისში ეწურება, მაგრამ ის ინგლისელთა გეგმებში არ შედის და იანვარში გუნდიდან წასვლა გადაწყვეტილია. შესაძლოა, „იუვემ“ ის ინათხოვროს ზაფხულამდე, რადგან სხვა შემთხვევაში დაახლოებით 10 მილიონი ევროს …

სრულად წაკითხვა »

“იუვენტუსი” ამერიკელი ფეხბურთელის ტრანსფერზე მუშაობს

ტურინის „იუვენტუსში“ შესაძლოა ამერიკელი ფეხბურთელების რაოდენობა გაიზარდოს და ვესტონ მაკკენის მისი თანამემამულე ბრაიან რეინოლდსი შეუერთდეს. 19 წლის ნიჭიერი მარჯვენა მცველი „დალასის“ ღირსებას იცავს და ევროპული კლუბების ყურადღება უკვე მიიპყრო. „იუვეს“ მისი შეძენა იანვარში უნდა. თუმცა განათხოვრება მოუწევს (სახელდება „სამპდორია“ და „კალიარი“), რადგან ევროკავშირის არაწევრი მოთამაშეების ლიმიტი გუნდში სასვეა. რეინოლდსის ტრანსფერით …

სრულად წაკითხვა »

“იუვე” მზადაა პოგბას ნაცვლად “მანჩესტერს” დიბალა და ბერნარდესკი დაუთმოს

ტურინის „იუვენტუსს“ პოლ პოგბას დაბრუნება სურს. ეს ახალი ამბავი არ არის, მაგრამ მას შემდეგ, რაც მინო რაიოლამ ფრანგი ნახევარმცველის „მანჩესტერიდან“ წასვლაარ გამორიცხა და უფრო მეტიც, პრაქტიკულად დაადასტურა, რომ ზაფხულში ინგლისს დატოვებს, იტალიური კლუბის სურვილი უფრო გამძაფრდა. „იუვეს“ სწორედ ზაფხულში აქვს პოგბას დაბრუნება განზრახული, მაგრამ ტურინში კარგად იციან, რომ „მანჩესტერის“ ფინანსურ …

სრულად წაკითხვა »