ტურინის „იუვენტუსი“ ზამთრის სატრანსფერო პერიოდში თავდამსხმელის დამატებას აპირებს, რომელიც ალვარო მორატას დუბლიორი იქნება და საჭიროების შემთხვევაში ესპანელს დასვენების შესაძლებლობას მისცეს,
სეზონის განვლილმა ნაწილმა გამოაჩინა, რომ მორატას შემცვლელი სჭირდება, რომელიც კრიშტიანუ რონალდუს შეტევაში დაეხმარება. პაულო დიბალა ვერ ახერხებს ცენტრფორვარდის როლის შეთავსებას და ანდრეა პირლოს გუნდისთვის პრობლემად იქცა.
იტალიური მედიის ცნობით, კანდიდატებს შორის ვეტერანი ფორვარდი გრაციანო პელე მოხვდა. ჩინური „შანდონგ ლუნინგის“ შემტევი, რომელმაც აზიაში 2016 წლიდან 125 მატჩში 61 გოლი გაიტანა. პელე 35 წლისაა და ტურინელები მის ტრანსფერზე ფიქრობენ, რადგა ეკონომიკურადაც ძვირი არ ჯდება.
გრაციანომ 2014-2016 წლებში იტალიის ნაკრებში 20 შეხვედრაში 9 გოლი გაიტამა. მას იტალიაში „ლეჩეს“, „კატანიას“, „კროტონეს“, „ჩეზენას“, „პარმასა“ და „სამპდორიას“ რიგებში უთამაშია. თუმცა, საუკეთესო წლები უცხოეთში, „ალკმაარის“, „ფეიენოორდისა“ და „საუთჰემპტონის“ რიგებში გაატარა.