ტურინის „იუვენტუსი“ „ჯენოას“ ნიჭიერი ნახევარმცველი ნიკოლო როველას შეძენასთან ახლოსაა. პრაქტიკულად ყველაფერი გადაწყდა და 19 წლის ფეხბურთელი „ბიანკონერის“ შეუერთდება.
როველას „ჯენოასთან“ კონტრაქტი ეწურება, ამიტომაც, ჯერ ის 2025 წლამდე უნდა გაახანგრძლივოს, რომ შემდეგ „იუვეში“ გაყიდონ. ტრანსფერის ღირებულება დაახლოებით 8-10 მილიონ ევროს მოიცავს. გარდა ამისა, „ჯენოას“ პრეზიდენტმა ენრიკო პრეციოზიმ ჯანლუკა ფრაბოტას დათმობა მოითხოვა, მაგრამ საქმე ისე მიდის, რომ გენუაში მანოლო პორტანოვა გადაბარგდება.
აღსანიშნავია ისიც, რომ როველა სეზონის ბოლომდე იჯარით „ჯენოაში“ დარჩება და ტურინელებს ზაფხულიდან შეუერთდება.
ნიკოლო როველა ცენტრალურია ნახევარმცველია, რომელმაც მიმდინარე სეზონში 5 მატჩი ჩაატარა, გასულ სეზონში სერია A-ში 2-ჯერ ითამაშა. იტალიის 21-წლამდე ნაკრებშიც 19 წლის ფეხბურთელს 2 თამაში აქვს ჩატარებული.