ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველი სამი ხედირა, რომელიც გუნდიდან პრაქტიკულად მოკვეთილია, იანვარში „ევერტონში“ გადავა.
იტალიური მედიის ცნობით, „იუვე“ ტრასფერზე თანახმაა და ფეხბურთელი ინგლისში გაფრინდება. იქ გერმანელს კარლო ანჩელოტი ელოდება, რომელიც მას „რეალიდან“ კარგად იცნობს.
სამი ხედირა ანდრეა პირლოს გეგმებში არ ჯდება და მიმდინარე სეზონში განაცხადშიც კი ერთხელ არ მოხვედრილა.
გერმანელი ფეხბურთელი ტურინში 2015 წელს მადრიდის „რეალიდან“ გადავიდა და 144 მატჩში 21 გოლის გატანა მოახერხა.