ტურინის „იუვენტუსი“ ზამთრის სატრანსფერო პერიოდში ახალი ფეხბურთელების ეცდება, მაგრამ უკვე ცნობილია, რომ ეს საკმაოდ მძიმე ბაზარი იქნება, რაც კორონავირუსის გამო შექმნილი ფინანსური კრიზისითაა განპირობებული.
ძირითად მოსალოდნელია დაბალფასიანი ტრანსფერები და გაცვლები. ამის ფონზე, რეალურად მოსჩანს მემფის დეპაის ტრანსფერის. ნიდერლანდელს „ლიონთან“კონტრაქტი ზაფხულში ეწურება და მსიი განახლების არავითარი ნიშან-წყალი არ არსებობს.
ამიტომაც, „ლიონს“ იანვარში ბოლო შანსი აქვს დეპაის სანაცვლოდ თუნდაც მიზრეული თანხა გამოიმუშავოს. იტალიური მედიის ცნობით, ფრანგები მხოლოდ 5 მილიონ ევროს დაყაბულდებიან და ტრანსფერს მწვანე შუქს აუნთებენ, ამიტომაც, დეპაის ტურინში გადასვლის იდეა განიხილება.
აღსანიშნავია გუნდებს შორის კარგი ურთიერთობა. გასულ ზაფხულს „ლიონში“ იჯარით მატია დე შილიო გადავიდა და მის გზას შესაძლოა იანვარში ფედერიკო ბერნარდესკიც გაუგდეს. თუმცა, იტალიელს „მილანიც“ იწვევს და მინო რაიოლა საუკეთესო ვარიანტს აარჩევს.
ნებისმიერ შემთხვევაში, დეპაის ტრანსფერი ამ ეტაპზე რეალურია და „იუვენტუსის“ შეტევა გაძლიერებას რომ საჭიროებს, ეს სეზონის პირველმა ნაწილმაც გამოაჩინა.